გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
William  Shakespear `s  life  and  his  social  work

სწავლების საფეხური
VIII  კლასი, საბაზო  საფეხური,  კლასში  არ  არის სპეციალური  საჭიროების მქონე მოსწავლე
მოსწავლეთა პროფილი

19 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

თემა აქტუალურია, მოსწავლეები  შეძლებენ   გაეცნონ გამოჩენილი  კლასიკოსის  ცხოვრებას  და  შემოქმედებას



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


          გაკვეთილის  მიზანია  მოსწავლეებს  გავაცნო  გამოჩენილი კლასიკოსის            
·        უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
·        უცხ.ს.VII.18.მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უცხოენოვანი წყაროები/ ტექსტები ან დაამუშაოს ისინი სხვა დაინტერესებულ პირთათვის (მაგ., თანაგუნდელისთვის), ან შემდგომი გამოყენებისათვის.
·        უცხ.ს.VIII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

·        უცხ.ს.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).




წინასწარი  ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ  წარმოდგენა  თუ  ვინ იყო  უილიამ  შექსპირი, საიდან  არის  ის წარმოშობით.
აქვთ  ნანახი  ფილმი  „რომეო  და  ჯულიეტა“

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  შეფასების რუბრიკის  საშუალებით .( პრეზენტაცია, დისკუსია )
სასწავლო  მასალა და ტექნიკური რესურსები

 სახელმძღვანელო, ფურცლები  , მარკერები , კომპიუტერი  ,პროექტორი , კომპიუტერული  პროგრამა (მაგ., MS Word, PowerPoint და ა.შ.)

გაკვეთილის მსვლელობა



               საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
·        A ფაზა  ( გამოწვევა ) – 15 წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად . მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს   ურიგებს  ფურცლებს,   სადაც  მოცემულია  კითხვები:
       
I ჯგუფი-შექსპირის ბავშობა
When and where was Shakespear born?
What can you say about his parents?
How old was he when he was sent to school?

II ჯგუფი - შექსპირის ოჯახი
What can you say about his personal life?
What is known about his life in London?

III ჯგუფი -შექსპირის შემოქმედება
How many plays and poems did he write?
What tragedies and comedis do you know?
For which theatre did he write plays?
When and where did he die?
ამის შემდეგ
ტექსტზე მუშაობა-თითოეულ ჯგუფს ვაძლევ მონაკვეთს ტექსტიდან გასაანალიზებლად (წაკითხვა, გაგება, უცნობი სიტყვების ამოწერა)

·        B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-21წთ
შესრულებული  დავალების შემდეგ თითოეული ჯგუფის წევრი თანმიმდევრულად  წარმოადგენს  პრეზენტაციას.
პროექტორის საშუალებით მოსწავლე  ახდენს სლაიდების ჩვენებას, სადაც აგრეთვე  წარმოდგენილია  შექსპირის ცნობილი ციტატები.
·        C ფაზა (გამთლიანება)- 7 წთ
მასწავლებელი აჯამებს დავალებას, აკეთებს დასკვნებს და აფასებს მოსწავლეებს.
საშინაო დავალება: მოიძიონ და ისწავლონ მათთვის სასურველი სონეტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий